ქუთაისში 7 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას 44-ში, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარედ 7 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა დღეს საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ გააპროტესტა. ბლოკის ქუთაისის სიის პირველი ნომრის გოგი წულაის თქმით, ქალაქის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ძეგლის შეურაცხყოფაა.
„როგორ შეიძლება ილიას თავზე ვადგამდეთ სასტუმროს. ეს ქმედება განსაკუთრებით სამარცხვინოა იმიტომ, რომ ქალქში არსებული სასტუმროების 80% საროსკიპოებად არის ქცეული და იგივე მოხდება აქაც. მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას შეიმუშავოს ქალაქის ურბანული განვითრების გეგმა, რათა ყველა კვადრატულ მეტრში არ იყოს შესაძლებელი შენობების ჩადგმა“,-ამბობს წულაია.
ილიას ძეგლის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობაში ადგილობრივი ხელისუფლების ბრალეულობას ვერ ხედავს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ანდრო მარჯანიშვილი. მისი თქმით, ტერიტორია სადაც სასტუმრო შენდება, კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მერიამ მხოლოდ მშენებლობის ნებართვა გასცა.
„შემოვიდა ჩვენთან არქიტექტურული პროექტი და გავეცით ნებართვა. ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში. მეპატრონემ შემდეგ ის გაასხვისა და ახლა ახალი მფლობელი აშენებს სასტუმროს. ეს სასტუმრო ერთგვარად წიგნის ყდის ფუნქციას შეასრულებს ქალაქში შემომავალი სტუმებისთვის. ხედავთ ალბათ როგორი გაპარტახებულია ქალაქის ეს შემოსასვლელი“,-ამბობს მარჯანიშვილი.