ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, 180 ბავშვზე გათვლილი ბაღი შენდება
თარიღი : 15-09-2022, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, 180 ბავშვზე გათვლილი ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. მათივე ინფორმაციით, პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.