ქუთაისში ილია ჭავჭავაძის ძეგლი ქალაქის სხვა ნაწილში გადააქვთ

ქუთაისის მერია ილია ჭავჭავძის ძეგლის გადატანას გეგმავს. ძეგლისთვის ადგილის შეცვლის მიზეზად ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ილიას ძეგლის მიმართ საზოგადოების არაინფორმირებულობა სახელდება. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ანდრო მარჯანიშვილის თქმით, ძეგლის ადგილმდებარეობის შესახებ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რადგან ის მისთვის შეუფერებელ ადგილზე დგას.
"ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ქალაქში და დიდმა ნაწილმა არც კი იცის სად მდებარეობს ილია ჭავჭავაძის ძეგლი. მიმაჩნია, რომ ილიას ძეგლი ჩრდილშია, დაფარულია და შეუსაბამოა მისთვის ეს ადგილი",-ამბობს ანდრო მარჯანიშვილი.
მარჯანიშვილის თქმით, ძეგლის განთავსების ადგილის შერჩევა უკვე მიმდინარეობს.
"არსებობს რამდენიმე ვერსია და საბოლოოდ როცა ჩამოვყალიბდებით მინიმუმ ორ ადგილზე, საკითხს ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე გავიტანთ და გადავწყვეტთ სად უნდა განთავსდეს ძეგლი",-ამბობს მარჯანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო.