Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორის მოადგილის ქონებრივი დეკლარაცია

თარიღი : 12-09-2022, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის 23 ოქტომბერს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან კიკნაველიძე ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ორ ბინას ფლობს, რომლებიც 2010 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მის მფლობელობაშია ბინა ბათუმში, რომელიც 2007 წელს აქვს შეძენილი.

დეკლარაციის მიხედვით, გუბერნატორის მოადგილის დედა, ელენა კიკნაველიძე ბინას ფლობს ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, რომელიც 2013 წელს აქვს შეძენილი.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, ლევან კიკნაველიძის მეუღლე ქეთევან ძიგრაშვილი ფლობს „სუზუკი“-ს მარკის ავტომობილს, რომელიც 2021 წელს 33 000 ლარად აქვს შეძენილი.


ნანახია: 325-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი