Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაპირისპირება თერჯოლაში-მოსახლეობა იეჰოვას მოწმეთა დარბაზის მშენებლობის წინააღმდეგ

თარიღი : 3-06-2014, 19:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. მოქალაქეთა განცხადებით, ოთხი ძმის ქუჩაზე დაახლოებით ერთი კვირის წინ იეჰოვას მოწმეთა დარბაზის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული დარბაზის ფუნქციონირებაში მოქალაქეები საფრთხეს ხედავენ და აცხადებენ, რომ ისინი ობიექტის მშენებლობის დასრულებას არ დაუშვებენ.
„ეს არ არის სარწმუნოება. ეს არის სექტა. რატომ უნდა მივცეთ მშენებლობის უფლება? ისეთი ახალგაზრდა ბიჭები ჰყავთ ჩათრეული. თუ მშენებლობა არ შეწყდება, აშენებულს დავუნგრევთ და საერთოდ გამოვასახლებთ სახლიდან,“ - ამბობს თერჯოლის მკვიდრი ლელა დევდარიანი.
ოთხი ძმის ქუჩაზე, კერძო მოსახლის ეზოში მშენებლობის ნებართვა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ გასცა. მშენებლობის ნებართვის უფლება კავშირმა „თერჯოლამ“ ითხოვა, რომლის დამფუძნებლებიც იეჰოვას მოწმეები არიან. მშენებლობის წინააღმდეგ მოსალხოების მიერ მოწყობილ აქციას დღეს სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ გურგენიძის განცხადებით, მშენებლობის შეწყვეტის თხოვნით მოქალაქეებმა საკრებულოს უკვე მიმართეს. როგორც გურგენიძე ამბობს, მშენებლობა დროებით შეწყდება და შემდეგ საქმის მოკვლევა გაგრძელდება.


ნანახია: 2165-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობას არ დაუშვებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობას არ დაუშვებენ.
ობიექტის მშენებლობა მხოლოდ მშენებლობის ადგილად შერჩეული ტერიტორიის შემოღობვით შემოიფარგლა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება.
[online][/online]
[offline][/offline]
: Vitor , Гости | 11.06.14 | 
Thought it wol'dnut to give it a shot. I was right.

ამინდი