‘27-ში დილით გავაჩინე და საღამოს უკვე ჩემებს უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა,’-ქუთაისში დედა შვილს ეძებს
თარიღი : 3-09-2022, 15:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში დედა წლების წინ დაკარგულ შვილს ეძებს.
სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში სახელწოდებით “ვეძებ” ხატია მონიავა წერს, რომ მისი შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
“გამარჯობა! თვეების წინ დავპოსტე ჯგუფში. ვეძებ შვილს, გოგონას. ვიმშობიარე ქუთაისსში, პირველ სამშობიაროში 1996 წლის 27 სექტემბერს. ექიმი იყო ლუიზა კოხრეიძე და ჯანინა აბულაძე. 27-ში დილით გავაჩინე და საღამოს უკვე ჩემებს უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ნაადრევი მშობიარობა იყო და ბავშვს ჰემატომები აქვსო, მძიმეაო და გადაიყვანეს არა რეანიმაციაში, არამედ ინკუბატორში, სადაც არაფერი უკეთდებოდა აბსოლუტურად იმიტომ, რომ იყო ჯანმრთელი. წონა 2400, 45 სმ. ბებიაქალი ესაიაშვილი ყოფილა. სიმართლის წიგნი მოვიპოვე და არ ველოდი მართლა თუ ავიღებდი. ე.ი. ბავშვი დაიბადა 27 სექტემბერს, გაწერეს 2 ოქტომბერს და რეგისტრაცია 3 ოქტომბერს მოხდა. სააქტო ჩანაწერზე ხელს აწერს მაცაცო მუკბანიანი, რომელიც უფროსი მედდა იყო ბავშვთა განყოფილების კუსა ნოდიასთან, რომელიც ამ განყოფილების მთავარი ექიმი იყო და არის დღესაც. ტესტი გავიკეთეთ და პასუხიც მოვიდა. უკვე აღძრულია საქმე და მიხარია. რომ მოვესწრები ამათ დასჯას. ერთი გოგონას ტესტის პასუხს ველოდები და ვლოცულობ, რომ ჩემი აღმოჩნდეს. იმიტომ ვიყავი და ვარ მოლოდინის რეჟიმში. ამ ექიმ-ექთნებს კი ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ჩადენილი ცოდვები და მოვესწრები ამას. დანარჩენს ჩემთვის შევინახავ. ფოტოებსაც დავურთავ დიდი სიამოვნებით მედპერსონალის, რომ ყველამ ნახოს. ამას ცოტა მოგვიანებით ვგეგმავ. ყველას გისურვებთ გეპოვოთ,”-ამბობს ხატია მონიავა.