‘ლეიბორისტული პარტიის’ ქუთაისის მერობის კანდიდატი არასამთავრობოებს შეხვდა

„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა ქუთაისთან მიმართებაში მის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„მთავარ აქცენტს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ვაკეთებთ. ძირითადი პრიორიტეტებია ასევე ჯანდაცვა, დასაქმება და ქალაქის განვითარება. 4 წელიწადში ქუთაისი ნამდვილად იქნება განვითარებული ქალაქი და ის იქნება მთავარი ძალა მთლიანად რეგიონის განვითარების საქმეში“,-ამბობს ირაკლი კიკვაძე.
„კარგია ასეთი შეხვედრები, მაგრამ ასე ცალ-ცალკე არ უნდა ხვდებოდნენ კანდიდატები არასამთავრობოებს. კარგი იქნება თუ საერთო განხილვები მოეწყობა, რადგან ერთი ბიუჯეტი და საერთო პრობლემები გვაქვს“,-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია.
არასამთავრობოებთან შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმათა.