Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია არჩევნებში მონაწილე პარტიების სასარგებლოდ მზადაა კანდიდატურები მოხსნას

თარიღი : 3-06-2014, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ქუთაისის საარჩევნო სიის პირველი ნომერი გოგი წულაია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გარდა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებას სთავაზობს. წულაია მზადაა ქუთაისის სამაჟორიტარო ოლქებში გამარჯვებისთვის ბრძოლაზე უარი თქვას და კანდიდატურები სხვა პარტიების სასარგებლოდ მოხსნას. ინიციატივის მიზეზად წულაია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდისა და კოალიციის გარდაუვალ წარმატებას და შესაბამისად ქუთაისის საკრებულოს ამ ორი პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტებას ასახელებს, რაც მისთვის მიუღებელია. წულაია ამბობს, რომ იგი საკუთარ კანდიდატურასაც კი მოხსნის, თუ სხვა პარტიები მათი კანდიდატის უპირატესობაში დაარწმუნებენ.
„თუ დამარწმუნებენ, რომ ჩემზე უკეთესი კანდიდატი ჰყავთ ჩემს ოლქში, მეც მოვხსნი კანდიდატურას. თვალწინ მიდგას „ნაციონალებით“ და „ოცნებით“ დაკომპლექტებული საკრებულო და უკვე წარმომიდგენია რა შეიძლება მათ ქუთაისს დამართონ. საკმარისად მიყვარს ჩემი ქალაქი, რომ ამისთვის არ გავიმეტო“,-ამბობს წუალია.
ეს ინიციატივა პირადად გოგი წულაიას ეკუთვნის და იგი საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარესთან კახა კუკავასთან შეთანხმებული არ არის.


ნანახია: 1939-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაიამ აქცია ქუთაისის საოლქო კომისიასთან გამართა
როგორც წულაია ამბობს, ის პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა და საქმიანობას ქუთაისში გააგრძელებს.
უარის მიზეზად მოთხოვნის დაუსაბუთებულობა დასახელდა
წულაიას თქმით, ამ ეტაპზე პარტია სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან საერთო კანდიდატის შერჩევის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებს.