უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
თარიღი : 2-06-2014, 22:54 | კატეგორია: სამართალი

1.კითხვა:გთხოვთ, გაგვიმარტოთ, არჩევნების დღეს რომელ საათებში იმართება კენჭისყრა.
პასუხი: განგიმარტავთ, რომ კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე.
2. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე გასცემს საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენსა (ბიულეტენებსა) და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის – ასევე დევნილის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად) წარდგენის შემთხვევაში.
3. კითხვა: არ მომსვლია ამომრჩევლის ბარათი. მაინტერესებს ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა წარმოადგენს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
აგრეთვე განგიმარტავთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი.
4. კითხვა:ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შემიძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა. მაინტერესებს, როგორ უნდა მოვიქცე, რომ შევძლო ჩემთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტისათვის ხმის მიცემა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც: ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით.
5. კითხვა: როგორ ისჯება ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობის მიღება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 1642 მუხლის თანახმად: არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დროს სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ან არაერთგზის ხმის მიცემა,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
6. კითხვა:როგორ ისჯება არჩევნების გაყალბება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 1643 მუხლის თანახმად: არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება,– -ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი
ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com