Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალგაზრდების გააქტიურებისა და ყოველდღიურად მინიმუმ +1 პოზიტიურად განწყობილ ახალგაზრდად ქცევის ფორმულა

თარიღი : 2-06-2014, 22:29 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„ვფიქრობ, რომ სპორტი სტრესის მოხსნისა და უარყოფითი ენერგიისგან დაცლის საუკეთესო საშუალებაა,“ - ასე ახასიათებს სპორტული ცხოვრების დადებით თვისებებს ქუთაისელი ახალგაზრდა თამარ კენჭაძე, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
თამარ კენჭაძე პროფესიით გერმანისტია. ერთ-ერთ ინტერნეტკომპანიაში მუშაობის პარალელურად, გერმანულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებსაც ამზადებს. სამსახურის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროგრამის განხორციელებაში. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ აქტივობებში.
„თავისუფალი დრო ვერ ვიტყვი, რომ ბევრი მაქვს, მაგრამ ასეთის არსებობის შემთხვევაში თუ არ ვკითხულობ ან მეგობრებთან ერთად არ ვარ, ვკავდები იოგით (იცინის). სპორტულ ცხოვრებას რაც შეეხება, ბოლო 2 წლის განმავლობაში ვიყავი ძალიან აქტიური, თითქმის ყოველდღე დავრბოდი და დავდიოდი ცურვაზე. ახლა დროის ნაკლებობის გამო, ასეთი აქტიური ვერ ვარ. თუმცა კვირაში ერთხელ მაინც ვახერხებ ვარჯიშს და ვცდილობ ფორმაში ვიყო. ვფიქრობ, რომ სპორტი სტრესის მოხსნისა და უარყოფითი ენერგიისგან დაცლის საუკეთესო საშუალებაა,“ - ამბობს თამარ კენჭაძე.
ქუთაისელი ახალგაზრდა თვლის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ნაკლებად არის დაკავებული სპორტით, რასაც თამარ კენჭაძის თქმით, უამრავი მიზეზი განაპირობებს.
„პირველი ის, რომ საცურაო აუზები, ფიტნეს-კლუბები ძვირი სიამოვნებაა და ბევრ ახალგაზრდას (განსაკუთრებით სტუდენტებს) არ აქვს თანხის გადახდის შესაძლებლობა. თუმცა ფინანსების გარეშეც შეიძლება დავკავდეთ სპორტით, მაგრამ, ზოგიერთი ახალგაზრდა ინტერნეტსივრცეში ისეა გადაშვებული, რომ არც კი ფიქრობს ცხოვრების ჯანსაღ წესზე. იმისათვის, რომ ქუთაისში ახალგაზრდები სპორტით დაინტერესდნენ და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, უამრავ საინტერესო ღონისძიებას ხელმძღვანელობს ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, სადაც აქტიურად ვარ ჩართული და იგივეს მოვუწოდებ ქალაქის ახალგაზრდობასაც. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო 2014 წლის ბაკურიანის ბანაკი. თუ მსგავსი აქტივობები გაგრძელდება, დაიგეგმება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, ველორბოლები და ა.შ. ახალგაზრდები უფრო ინფორმირებულნი იქნებიან, გააქტიურდებიან და ყოველდღიურად მინიმუმ +1 უარყოფითი ენერგიისგან დაცლილი და პოზიტიურად განწყობილი ახალგაზრდა იცხოვრებს ქალაქში,“ - ამბობს თამარ კენჭაძე.


b]„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის [მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 1818-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
ეკატერინე მამარდაშვილი ქუთაისელი ახალგაზრდების პრობლემებზე საუბრისას, იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საკმაოდ ბევრი
21 წლის მაგდა ფურცხვანიძე ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად,
თავად აქტიური ახლაგაზრდა ქუთაისელ ახალგაზრდებს სიზანტეს უწუნებს და ახალგაზრდული პრობლემების მთავარ მიზეზს მათ ნაკლებაქტიურობაში
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.

ამინდი