Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ინტერვიუ ქუთაისის მერობის კანდიდატთან ხათუნა მაჭავარიანთან რუბრიკაში 'ვის ვირჩევთ'

topnews.com.ge
რუბრიკის "ვის ვირჩევთ" მორიგი სტუმარია საარჩევნო ბლოკი "თვითმმართველობა ხალხს" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხათუნა მაჭავარიანი
საქმიანობის სფერო: 2012 წლიდან არის "საქართველოს ქალთა პარტიის" თავმჯდომარე


რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს ქუთაისისთვის?

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის უმუშევრობა და მოუწესრიგებელი სოციალური გარემო.

როგორი წარმოგიდგენიათ ქუთაისი 4 წლის შემდეგ?

გააჩნია ქუთაისელი ხალხის არჩევანს.

სჭირდება თუ არა ქუთაისს პარლამენტი?

ქუთაისს პარლამენტი არ სჭირდება,პირიქით,პარლამენტს სჭირდება ქუთაისი

თქვენი შეფასებით ვინ არის თქვენი ყველაზე ძლიერი კონკურენტი?

პერსონალურად- არცერთი,თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი კანდიდატის უკან მდგარ პოლიტიკურ ძალებს.

როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდებით ქუთაისის მერობის სხვა კანდიდატებისგან და რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ქუთაისის ამომრჩეველმა?

სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით,მერად არჩევის შემთხვევაში, მე არ ვიქნები ანგარიშვალდებული რომელიმე პოლიტიკური ძალის წინაშე. მე ვიქნები ვალდებული ჩემი ამომრჩევლის წინაშე. პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც ჩემს სამოქმედო პროგრამაში დევს,არის არსებითად განსხვავებული ყველა სხვა დანარჩენისაგან და იგი თითოეული ოჯახის კეთილდღეობისაკენ არის მიმართული.


ხათუნა მაჭავარიანმა შეკითხვებზე ვრცელი პასუხების გაცემა არ ისურვა.


რუბრიკაში "ვის ვირჩევთ" მკითხველი ეტაპობრივად ეცნობა ქუთაისის მერობის ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო პრიორიტეტებს. 5 სტანდარტული შეკითხვა, რომლებსაც მერობის კანდიდატები პასუხობენ, მოსახლეობასთან შემთხვევითი შერჩევის გზით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შეირჩა.
რუბრიკის მიზანია, ქუთაისის ამომრჩეველმა უკეთ გაიცნოს ქუთაისის მერობის ყველა კანდიდატი და იცოდეს ვის ირჩევს.


ნანახია: 2218-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მე ვარ ახალი სახე, შემიძლია ქალაქს მოვუტანო ბევრი სიახლე.
მე არ ვარ დამძიმებული წარსულის „შეცდომებით“
რუბრიკის მიზანია ქუთაისის მოსახლეობამ უკეთ გაიცნოს ქალაქის მერობის კანდიდატები, მათი ხედვები ქალაქის მომავალთან , ქუთაისის
მაჭავარიანმა ბოლო ადგილი ქუთაისის მერობის 7 კანდიდატს შორის აიღო

ამინდი