Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას პასუხობენ ქალბატონს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბრალდებებს უყენებს?

თარიღი : 17-08-2022, 15:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმ კომპანიის წარმომადგენლები ეხმიანებიან, რომელიც კომპანიაც სასწავლებლის დასუფთავების სამუშაოებზეა პასუხისმგებელი.

შპს „ოფისსერვისში“აღნიშნავენ, რომ შორენა ჩიხლაძე, რომელმაც მედიასთან შრომის შეუსაბამო პირობებში მუშაობასა და სამსახურიდან გათავისუფლებაზე ისაუბრა, არა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არამედ შპს „ოფისსერვისის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიაში იყო დასაქმებული.

„მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ერთ-ერთი ქალბატონი (მედიაში გაშუქებული ამბის მთავარი გმირი) შორენა ჩიხლაძე გახლავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომელი, ის დასაქმებულისთვის შეუსაბამო პირობებში მუშაობდა და შემდგომ მოხდა მისი უკანონოდ გათავისუფლება.

აღნიშნული პიროვნება გახლდათ კომპანია „ოფისსერვისის“ და არა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომელი. მას შპს „ოფისსერვისი“-ს ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან, შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრუკლება და ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებების ფარგლებში უწევდა საქმიანობა. ის ასრულებდა მხოლოდ კონტრაქტის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს, სადაც გათვალისწინებული იყო მისი, როგორც დასაქმებულის უფლებები, სამუშაო განაკვეთი და დაკისრებული ვალდებულებები არ აღემატებოდა კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს.

დასაქმებულს შპს „ოფისსერვისი“-ს ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაუვიდა შრომითი ხელშეკრულების ვადა, რომელიც ითვალისწინებდა გადახედვას. არ მომხდარა არც კონტრაქტის გაწყვეტა და არ სამსახურიდან დათხოვნა, როგორც ეს მედიაში გაჟღერდა.

აქვე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ კომპანია „ოფისსერვისი“ გახლავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონტრაქტორი კომპანია, რომელიც უნივერსიტეტისათვის დასუფთავების სერვისის მიწოდებას ემსახურება. მიგვაჩნია, რომ ორ სუბიექტს შორის კომუნიკაციის პროცესში უნივერსიტეტის გამოყენება დეზინფორმაციაა და მედიაში გასული მასალა არ ასახავს რეალობას,“-ნათქვამია კომპანია „ოფისსერვისი“-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, შორენა ჩიხლაძე ამბობდა, რომ დამლაგებლებს რამდენიმე ადამიანის საქმის გაკეთება უხდებათ, ამუშავებენ შაბათ-კვირასაც, თუმცა ზეგანაკვეთურ საათებს არ უნაზღაურებენ.

„ასევე, ყველას, ვინც სამუშაო პირობებს აპროტესტებს, ჯერ ბოდიშის წერილებს იძულებით აწერინებენ, შემდეგ კი სამსახურიდან უშვებენ,"-ამბობდა ჩიხლაძე.


ნანახია: 445-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზოგადი წესის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
ქუთაისის საკრებულოს პირველი პირის თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა.
საერთაშორისო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, იმერეთის გუბერნატორის
"ახალი პოლიტიკური ცენტრი"-ს ქუთაისი ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ქალაქის რამდენიმე საბავშვო ბაღიდან გამგეების

ამინდი