Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბორჯღალო საბჭოთა სიმბოლიკის ნაცვლად -ქუთაისში ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო [photo]

თარიღი : 2-06-2014, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის, ე.წ. ბალახვნის ხიდის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ხიდებს ბორდიურების ასამაღლებელი და მოაჯირების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამასთან უკვე გადაწყვეტილია, რომ დავით აღმაშენებლის ხიდს საბჭოთა სიმბოლიკების ნაცვლად ასომთავრულ დ-ში მოთავსებული ბორჯღალო ექნება. ასო დ სიმბოლურად ხიდის სახელწოდებას აღნიშნავს.
„გადავწყვიტეთ, რომ მოგვეხდინა ორივე ხიდის რეკონსტრუქცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბორდიურების ამაღლება, რადგან მუდმივად იყო საფრთხე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას. განსაკუთრებით რუსთაველის ხიდზე მოგეხსენებათ რამდენჯერმე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. რაც შეეხება აღმაშენებლის ხიდს, აქაც იგივე სამუშაობი ჩატარდება და ამასთანავე ხიდის მოაჯირზე გამოსახულ საბჭოთა სიმბოლიკებს ბორჯღალოთი შევცვლით“,-ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ბასილაძე.
მერიაში უკვე შემუშავებულია საბჭოთა სიმბოლიკის შემცვლელი ბორჯღალოს დიზაინი.
ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გეგი“ ახორციელებს. ხიდების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 187 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.


ბორჯღალო საბჭოთა სიმბოლიკის ნაცვლად -ქუთაისში ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო [photo]


ნანახია: 2137-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელშეკრულების თანახმად, ხიდების რეაბილიტაცია 35 დღეში უნდა განხორციელდეს.
ქუთაისში, ხიდების გასანათებლად სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, ხიდზე ხის საფარი რკინის ფილებით შეიცვლება. ასევე,მოხდება ხიდის კონსტრუქციის გამაგრება.
ქუთაისის მერის თქმით, ისტორიული თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელმა კომპანიამ, სამუშაოები არაკეთილსინდისირად შეასრულა.
ვადაგადაცილების გამო კომპანია ჯარიმის სახით ყოველდღიურად 187 ლარს იხდის.

ამინდი