Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზემო და ქვემო სვანეთის მოსახლეობა ერთმანეთს საძოვრების გამო დაუპირისპირდნენ

თარიღი : 13-08-2022, 16:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცაგერისა და ლენტეხის, ასევე, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან არის დაკავშირებული.

“დაპირისპირება ნებსით თუ უნებლიედ, იწვევს სადავო საკითხში ეკლესიის ჩართვის მცდელობას, რადგან ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ლატფარის წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძარი.

საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მივმართავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს, ასევე - ყველა შესაბამის უწყებას, რათა დროულად შეიქმნას საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან დაინტერესებული მხარეები და საბოლოოდ გადაწყვეტენ სადავო საკითხებს.

ხელისუფლების მიერ ზუსტად დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც, რადგან ზემო და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული საზღვარი განსაზღვრავს ჩვენი ეპარქიების იურისდიქციის ფარგლებს და, შესაბამისად, ამა თუ იმ ტაძრის კუთვნილების საკითხსაც,”-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი მეუფე ილარიონი აწერენ.


ნანახია: 196-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის
ტყიბულისა და ზესტაფონის პოლიციის უფროსებმა ერთამენთი ხელჯეტებით სცემეს.
რომელშიც ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში განაცხადა, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის

ამინდი