Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ორგანიზაციებს შორის მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა

თარიღი : 10-08-2022, 12:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ორგანიზაციებს შორის მიმდინარე საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი “იმერი”-ს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირზე შემოსული თანხა ქუთაისის ,,ტორპედოს" მცველის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას – ნინა სანდოხაძის მკურნალობას მოხმარდება. გოგონას საქართველოში იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს – იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით.

ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით გამართულ ტურნირში სულ 14 გუნდი მონაწილეობდა.

ფინალური შეხვედრაში ერთმანეთს სპორტული ააიპის გუნდი და ,,იმერი" დაუპირისპირდნენ. “იმერი" პირველი ტაიმის ბოლომდე დიდი ანგარიშით 5:0 იგებდა. თუმცა, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ მეორე ნახევარში უპირატესობა მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა 5:5. საბოლოოდ, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 6:6 დასრულდა. პენალტების სერიაში გამარჯვება და შესაბამისად, ჩემპიონის ტიტული “იმერს" დარჩა – 4:2

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ბრინჯაოს მედლები ტურნირში მონაწილე ორ გუნდს “აპოლონს" და “აეროპორტს" გადაეცა.

ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი, ოქროს მედლები და დიპლომები გადასცა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები.

ასევე, დაწესებული იყო ინდივიდუალური პრიზები. რომლებიც შემდეგ ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცათ:

საუკეთესო ბომბარდირი – რევაზ ხინგავა

საუკეთესო გოლი ავტორი – ზვიად ენდელაძე

საუკეთესო ნახევარმცველი – გიორგი გორგოძე

საუკეთესო მცველი – ლუკა ფესვიანიძე

საუკეთესო მეკარე – შაქრო აფრიდონიძე

ტურნირის ქველმოქმედი – გიგა შალამბერიძე “შ.პ.ს. კულინარი".


ნანახია: 335-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპორტული ა(ა)იპის მმართველმა კობა ფხაკაძემ გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადასცა.
საქველმოქმედო ტურნირში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებით და თასებით.
ტურნირში, რომელიც საერთაშორისო იყო, სულ 6 გუნდი მონაწილეობდა.

ამინდი