Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მღიმევის დედათა მონასტერი-რაჭის ერისთავის მიერ კლდეში ნაგები ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში

თარიღი : 8-08-2022, 20:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში მდებარე მღვიმევის დედათა მონასტერი ერთ–ერთი გამორჩეული, XIII საუკუნის ძეგლია, რომელიც რაჭის ერისთავმა დააარსა.

მონასტერში შემორჩენილია დამაარსებლის, მისი მეუღლისა და ძმის ფრესკები. ის. მდებარეობს ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირთან აღმართულ კლდის მღვიმეში. მონასტრამდე მისვლა შესაძლებელია ვიწრო და გრძელი კიბით,რომელიც გრძელ გვირაბს უერთდება. იგი ხელოვნურადაა გაყვანილი და შემაგრებულია საყრდენი თაღებით. გვირაბით შედიხარ მთავარ გამოქვაბულში, რომელიც 35 მ–ის სიღრმეშია შეჭრილი. კლდეში არის ბუნებრივი მღვიმე, რის გამოც “მღვიმევის დედათა მონასტერი" ეწოდა.

მღვიმის შუაგულში არის დიდი ლოდი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ნელ-ნელა მილიმეტრობით იზრდება.
სიღრმეში მოჩუხჩუხებს ანკარა წყარო.

გამოქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში დგას მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ჩუქურთმებით. მონასტერში ძალზე მდიდრული ჩუქურთმები გვხვდება: ჩუქურთმები სარკმლის გარშემო, მონუმენტური ჯვრები ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვა.ტაძრის ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანად მოხატულია.

კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია. მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. აქ იყო აგრეთვე ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი.

მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ პატარა ტაძარს გამოარჩევს ექსტერიერის მოხატულობა, რომელიც ჩრდილოეთ ფასადზე გვხვდება. საფასადო მოხატულობა საქართველოში სვანეთის გარდა, დიდი იშვიათობაა. ნაგებობას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან.

მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში – ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული.

მღიმევის მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.


ნანახია: 243-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით, მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ინფო ტური მოეწყო, რომლის
ჭალოვნის ბარბაწმინდის ნატაძრალი ძლიერ მადლიან სალოცავად ითვლება. მას არასდროს მოკლებია მლოცველი, თვით ათეიზმის პერიოდშიც კი.

ამინდი