Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘კურთხევიდან თითქმის 130 წლის შემდეგ, დროა ერთობლივი ძალებით მოვუაროთ, შევინარჩუნით და განვაახლოთ ჩვენი ტაძარი,’-ქუთაისში, საფიჩხიის ტაძრის განახლებაში დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 7-08-2022, 13:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის რესტავრაციისა და ფრესკებით დამშვენების მიზნით, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით საქველმოქმედო ფონდი “ამაღლება” დაარსდა. როგორც ფონდში აცხადებენ, აღნიშნულ ტაძარს, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ხშირად ,,საფიჩხიის ეკლესიადაც” მოიხსენიებენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ქალაქის არამედ სრულიად იმერეთის მხარისათვის.

ტაძარი 1893 წელს აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ. მისი უშუალო ინიციატივითა და ადგილობრივი მოსახლეობის სოლიდური შემოწირულობებით, ტაძარი ბერძენი ოსტატების მიერ აშენდა.

“დაუნდობელი საბჭოური პერიოდის ზეგავლენით ტაძარს დიდი ზიანი მიადგა. მასში სხვადასხვა სამრეწველო დანიშნულების საწყობების განთავსებამ სახე უცვალა და უბნობრივად ჩამოშალა ჩვენთვის ძვირფასი, ავთენტური ეკლარის ნათალი ქვები; ამორტიზირდა ფასადის ჭედური კარებები; ტაძრის ინტერიერმა სრულიად დაკარგა იერსახე და რაც მთავარია, საუკუნეზე მეტია რაც შეჩერებულია მისი ფრესკებით დამშვენების პროცესი.

კურთხევიდან თითქმის 130 წლის შემდეგ, დროა ერთობლივი ძალებით მოვუაროთ, შევინარჩუნით და განვაახლოთ ჩვენი ტაძარი. ჩვენი საქმით და ქველმოქმედებით სამუდამოდ დავდგეთ მათ ვერდით, რომელთა სახელებსაც ისტორია დღემდე ინახავს!

Ქ. ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ ᲛᲐᲪᲮᲝᲕᲠᲘᲡ ᲐᲛᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲢᲐᲫᲠᲘᲡ ᲐᲦᲝᲠᲫᲘᲜᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ “ᲐᲛᲐᲦᲚᲔᲑᲐ”
ს/კ 412768964


ანგარიშის მისამართი ლარში GEL:
ს.ს “თიბისი ბანკი” GE51TB7505236080100009

ანგარიშის მისამართი USD, EUR:
ს.ს “თიბისი ბანკი” GE20TB7505236180100001

საქართველოს ბანკი:
GE05BG0000000537908885GEL
GE05BG0000000537908885USD
GE05BG0000000537908885EUR,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 247-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ოფშკვითის ცენტრში მდებარეობს.

ამინდი