სოფელ გლოლაში სტიქიამ საცხოვრებელი სახლი დააზიანა
თარიღი : 6-08-2022, 16:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელი გლოლა სტიქიამ დააზარალა.
ძლიერი წვიმის შედეგად სოფელში მდინარეები-ბოყოსწყალი, ილინე და ბუბაურა მოდიდდა, რამაც აღნიშნულ სოფელში გარკვეული პრობლემები შექმნა:
მდ. ბოყოსწყალმა დააზიანა სოფელ გლოლაში, გაღმა უბნის წყალსადენი სისტემა;
დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და მისი საკარმიდამო-ნაკვეთი;
მდ. ილინემ სრულად გაანადგურა სოფელ გლოლის, გორიბოლოს უბანში არსებული წყლის სისტემა და საფრთხე შეუქმნა საგლოლოზე არსებულ საავტომობილო ხიდს.
“დღეს დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილე ქრისტინა კობახიძესთან, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან, გიორგი მახათაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა და უახლოეს დღეებში დაიწყება წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.