ქუთაისში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა
თარიღი : 5-09-2013, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ზურაბ ზამბახიძის თქმით, ქალაქის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უხვი ნალექის გამო, დავითი და კონსტანტინეს ქუჩა დაიტბორა, რის შედეგადაც წყალი ერთ-ერთ მოსახლეს სახლში შეუვიდა.
„ადგილზე გამოვცხადდით რამდენიმე წუთში, წყლის დინებას სხვა მიმართულება მივეცით და დაზარალებულ ოჯახს პრობლემა მოვუხსენით,“- ამბობს ზამბახიძე.
დღესვე, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ამორტიზირებულ ორსართულიან კორპუსზე საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაზიანებული აივანის დემონტაჟი განახორციელა.
„აივანი ავარიული იყო წლების განმავლობაში და მოსახლეობისათვის საფრთხეს წარმოადგენდა.ამიტომ მოვხსენით, "- ამბობს ზამბახიძე.