ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ლექსები კორეულ ენაზე ითარგმნა
თარიღი : 3-08-2022, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, ბექა ქებულაძის ლექსები კორეულ ენაზე ითარგმნა.
კორეასა და საქართველოს ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებულ “კორეა-საქართველოს ხელოვნების ფესტივალ 2022”-ს ქუთაისმა უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში, კორეელ და ქართველ პოეტთა შემოქმედებითი საღამო, ასევე, ერთობლივი ფოლკლორული კონცერტი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
“ჩემი ლექსები ითარგმნა კორეულ ენაზე და შევიდა იმ ავტორთა კრებულში, რომლის თანაავტორები ქუთაისელი და კორეელი ავტორები გახლავთ და რომლის წარდგინებაც დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში გაიმართა “კორეა-საქართველოს ხელოვნების ფესტივალი 2022”-ის ფარგლებში,”-ამბობს ბექა ქებულაძე.
ცნობისთვის, კორეელი ხელოვანები ფესტივალის ფარგლებში, ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებას საკუთარ კულტურასა და შემოქმედებას წარუდგენენ.