Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი თევდორაძეს ბაზრის ექსპერიმენტში გიორგი ვაშაძის ბებია ეხმარებოდა

თარიღი : 31-05-2014, 13:22 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ პარტიის წევრებთან ერთად ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე აგრარულ ბაზარში დასაქმებულებთან მინი -გამოკითხვა ჩაატარა თემაზე: შეიცვალა თუ არა მათი ეკონომიკური მდგომარეობა?
„ჩვენ დღეს ვატარებთ ექსპერიმენტს, სრულიად დაუგეგმავად, რათა თქვენი თვალით იხილოთ შეიცვალა თუ არა საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ ბაზარი არის ერთგვარი ქვაკუთხედი ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის“,-განაცხადა თევდორაძემ ექსპერიმენტის დაწყებამდე.
ბაზარში შესულ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს კი საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის და პარტიის ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსის გიორგი ვაშაძის ბებია დახვდათ და ე.წ. ექსპერიმენტში აქტიური მონაწილეობაც მიიღო. ლიზი კაკინოვამ, რომელიც აგრარულ ბაზარში ვეტერინარად მუშაობს და ხორცპროდუქტების შემოწმებას ახორციელებს, აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
„დიახ, მე გიორგი ვაშაძის ბებია ვარ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. გაცილებით კარგად იყო საქმე აქამდე. ახლა ძალიან აბინძურებს ხალხი ტერიტორიას და არის უამრავი პრობლემა“,-განაცხადა კაკინოვამ.
აგრარულ ბაზარში დასაქმებულთა ნაწილმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ვიზიტი გააპროტესტა.
„არ არასებობს ადამიანი, ვინც იტყვის, რომ უკეთესი მდგომარეობაა დღეს საქართველოში, მაგრამ ის ტყუილები,თითქოს „ნაციონალების“ დროს მოწესრიგებული იყო აქ ყველაფერი , უბრალოდ სირცხვილია,“,-ამბობს აგრარულ ბაზარში ერთ-ერთი დასაქმებული ხათუნა ბობოხიძე.


ნანახია: 2075-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კანდიდატი დასაქმებულების პრობლემებსა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მიმდინარე ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
პარტია 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს' წყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ (გია) იოსელიანი აგრარულ ბაზარში დასაქმებულ

ამინდი