Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ იყვნენ იმერეთის გუბერნატორები?

თარიღი : 28-07-2022, 21:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“აი ფაქტი-იმერეთი” იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საქმიანობაზე სტატიას აქვეყნებს. სტატიაში მოცემულია ინფორმაცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რეგიონის რწმუნებულების შესახებ.

ვინ იყვნენ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულები?

2019 წლიდან დღემდე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას ზვიად შალამბერიძე იკავებს. იქამდე, ის შპს “ფრეგოს” დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი და იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო. 

შალამბერიძის წინამორბედი იყო შავლეგო ტაბატაძე, რომელიც პოსტს 2018-2019 წლებში იკავებდა. გუბერნატორობამდე ის სამხედრო მოსამსახურე იყო, ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის J-7-ს-აც, ანუ სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტს. 

გივი ჭიჭინაძე იყო იმერეთის გუბერნატორი 2015 -2017 წლებში. მანამდე ის თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებელი იყო, ახლა კი პარლამენტში სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატია. 

2013-2014 წლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული იყო ზაზა მეფარიშვილი. Მისი წარსული ძალოვან უწყებასაც უკავშირდება. 2013 წელს ის შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალურ სამმართველოს ხელმღვანელობდა.


ნანახია: 541-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017-2018 წელბში იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას გივი ჭიჭინაძე და შავლეგო ტაბატაძე იკავებდნენ.
იმერეთის რეგიონში პირველი პირის პოსტი 4 თვეა ვაკანტურია.

ამინდი