Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პირველ აგვისტოს, ლენტეხის სოფელში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ

თარიღი : 28-07-2022, 13:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
პირველ აგვისტოს, ლენტეხში, ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული “ლაშხეთობა”
აღინიშნება.

ლენტეხის მერიის ინფორმაციით, დილიდან სოფელ ჩიხარეშის მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. წირვის შემდეგ კი სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.

“შეჯიბრება გაიმართება ორ სახეობაში-დოღი (სოფელი შკედი) და ფრენბურთი (სოფელი ჩიხარეში). მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებითა და თასებით.

დოღში გამარჯვებული ასევე, დაჯილდოვდება 2008 წლის აგვისტოს ომის ეროვნული-გმირის ალექსანდრე (ალეკო) ონიანის სახელობის თასით.

აღნიშნული ღონისძიება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლაშხეთის მოსახლეობის მხარდაჭერითა და ჩართულობით ჩატარდება. სახალხო დღესასწაულ “ლაშხეთობაზე” ადგილობრივებთან ერთად, მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ყველა მსურველს სხვადასხვა რეგიონებიდან,”-ნათქვამია ლენტეხის მერიის განცხადებაში.


ნანახია: 121-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი