ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქების მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნა
თარიღი : 26-07-2022, 23:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქების მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წელს მიეძღვნა.
გამოფენაზე ეროვნულ არქივსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, ფოტო და სხვა საარქივო დოკუმენტები იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გამოფენა ორი დღით ადრე, თბილისში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონშიც მოეწყო. ექსპოზიციას „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები “ ქვია და ის ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით შედგა.