Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტში რემონტის მიმდინარეობის პერიოდში, wizz air ფრენებს თბილისის აეროპორტიდან შეასრულებს

თარიღი : 25-07-2022, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გამო, 14 დღის განმავლობაში Wizz Air-ის ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება. აღნიშნულის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ „საქმიანი დილის“ რუბრიკაში - „საუბრები ავიაციაზე“ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ აეროპორტის ოპერატორი კომპანია - TAV Georgia ნებისმიერი კომპანიის ფრენების მისაღებად მზად არის, რომელიც თბილისსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენის სურვილს გამოთქვამენ. Wizzair-ის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმართებით კი განაცხადა, რომ ოქტომბერში ფრენების დროებით გადმოტანის შესახებ კომპანიამ მოთხოვნა სახელმწიფოდან მიიღო.

"რაც შეეხება კონკრეტულად „ვიზეარის“ შემთხვევას, ჩვენ ვიცით და გვაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების გამო იკეტება. იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება.

ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდებოდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება“, - განაცხადა ზაქარაძემ.

შეგახსენებთ, რომ აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება. სარემონტო სამუშაოები  ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს ჩაუტარდება.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ.


ნანახია: 877-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ავიარეისების შეჩერებასა და მგზავრების უკმაყოფილებასთნ დაკავშირებით განცხადება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა

ამინდი