Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფელში საცხოვრებელი სახლი ხანძარმა გაანადგურა

თარიღი : 19-07-2022, 11:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის სოფელ ვაშლევში წიქარიშვილების ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა.

როგორც ხარაგაულის მერიაში აცხადებენ, დაზარალებულ ოჯახს საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ და სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამიდან ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.

“ოჯახს ამ ეტაპზე ესაჭიროება ყველა სახის საყოფაცხოვრებო ნივთი, რაც არსებობისთვის მნიშვნელოვანია.

ხარაგაულის მერია მიიღებს ნებისმიერი სახის შემოწირულობას წიქარიშვილების ოჯახის დასახმარებლად,”-აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 391-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რვასულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაენგრა. სახლის ნგრევა მისმა სიძველემ და სოფელში მოსულმა ნალექმა გამოიწვია.
მრავალსულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა და ის მთლიანად განადგურდა.

ამინდი