Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თემურ შაშიაშვილი: –‘არავის არ ვაპატიებ დიმიტრი კოპალიანის ქუთაისიდან გაგდებას’

თარიღი : 30-05-2014, 12:22 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. შაშიაშვილმა დევნილებთან იმ გეგმებზე ისაუბრა, რასაც მისი მერად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს. შაშიაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობაზე საუბრისას ქუთაისის ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი გაიხსენა და განაცხადა, რომ მას ქუთაისში უპატივცემულოდ მოექცნენ.
„დიმიტრი კოპალიანი არის პატივსაცემი და ძალიან განათლებული ოჯახის შვილი და არ შეიძლებოდა მას ასე მოქცეოდნენ. არავის არ ვაპატიებ მის გაგდებას ქუთაისიდან“,–განაცხადა შაშიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი კოპალიანის ქუთაისის მერის პოსტზე დანიშვნის ერთ–ერთ ინიციატორად სწორედ თემურ შაშიაშვილი მოიაზრება.
შეხვედრაზე მცირე ინცინდენტიც მოხდა. სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებმა ერთ–ერთმა დევნილმა ქუთაისის მერობის კანდიდატი უყურადღებობაში დაადანაშაულა. შაშიაშვილმა კი განაცხადა, რომ მამაკაცი ნასვამი იყო და შეხვედრის ჩაშლას განგებ ცდილობდა.


ნანახია: 2638-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შაშიაშვილმა დებატები უკვე შესთავაზა გიორგი თევდორაძეს,
ქუთაისში მედიაც ინერტულია და არასამთავრობოებიც
შაშიაშვილმა დარღვევები ნიკეასა და რუსთაველის ქუჩაზე აღმოაჩინა
შაშიაშვილმა არჩევანი ქუთაისში, 36-ე საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ #96 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

ამინდი