Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტება 'TOPNEWS'-ზე განთავსებულ ინფორმაციაზე

თარიღი : 29-05-2014, 16:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ საინფორმაციო სააგენტო topnews-ისთვის მომზადებული დოკუმენტის შესახებ განმარტება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა გააკეთა. მიქიაშვილის განცხადებით, სააგენტოს მიერ, შვებულებაში მყოფი თანამშრომლების შესახებ გამოთხოვილ სიაში მერიის პრესამსახურის უფროსი ეკა მამისეიშვილი შემთხვევით გამორჩათ. მიქიაშვილი დოკუმენტის არასრულყოფილად მომზადების მიუხედავად, დოკუმენტზე პასუხისმგებელი პირების მიმართ ზომების გატარებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
"სრულად გავეცანი შვებულებაში გასულთა სიას და აღმოჩნდა, რომ კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც არ იყო ამ მონაცემებში. არ ვიცი მსგავს ფაქტს აქამდე ჰქონია თუ არა ადგილი, მაგრამ ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ეს პირველად მოხდა. ეკა მამისეიშვილს რაც შეეხება, იგი ნამდვილად გამორჩენილია, თუმცა, ვის რა ზიანი მიადგა ამ ფაქტით? შესაბამისად ვფიქრობ, რომ დოკუმენტის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ ზომების გამოყენება საჭირო არ არის. ",–ამბობს მიქიაშვილი.
იურისტების შეფასებით კი მომხდარი სამსახურეობრივი მოვალეობის ჯეროვნად არშესრულებაა, რაც მინიმუმ ხელფასიდან თანხის ნაწილის ჩამოჭრას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს საინფორმაციო სააგენტო topnews- მა ქუთაისის მერიიდან შვებულებაში მყოფი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. დოკუმენტში არ აღმოჩნდა მერიის პრესსამსახურის უფროსი ეკა მამისეიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 13 მაისს აცხადებდა, რომ ოფიციალურ შვებულებაში იმყოფებოდა. ამ განცხადების პარალელურად მამისეიშვილი უკვე მუშაობდა ბლოკი "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის შოთა მურღულიას საარჩევნო შტაბში.


ნანახია: 2099-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"გავერკვევი სიტუაციაში და გიპასუხებთ"–ამბობს ნოდარ მიქიაშვილი
მერიის ადმინისტრაციაში სიას არასრულყოფილს უწოდებენ
სიაში არ მოხვდა შვებულებაში მყოფი პრესსამსახურის უფროსი
განცხადება მურღულიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა
მურღულიას თქმით, ის წელს შვებულებაში სამი დღით იმყოფებოდა.
ნოდარ მიქიაშვილი იმედოვნებს, რომ საკონკურსო კომისია მხარს დაუჭერს.

ამინდი