Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში პრემიერმა ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა გახსნა

თარიღი : 5-07-2022, 14:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ღონისძიებას მთავრობის წევრებთან ერთად, ქვეყნის პრემიერი დაესწრო.

განათლების სამინისტროს მიერ 2021 წლის დეკემბერში გავრცელებული განცხადების მიხედვით, ადრონული თერაპიის ცენტრში ორი ციკლოტრონი განთავსდება, რომელთა შესყიდვის ღირებულებასაც 40 მილიონი ევროს ოდენობით სწორედ “ქართუ ფონდი” აფინანსებს.

“ქართუ ფონდსა და IBA-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს გაფორმდა, რომლითაც ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus®ONE solution – შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა, რომელიც იქნება რეგიონის მასშტაბით ერთადერთი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება. იგეგმება საქართველოს ჩართვა პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.

IBA-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრმა პაციენტების მიღება 2024 წელს უნდა დაიწყოს. 

2022 წლის მარტში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტიკარაძე სწორედ ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარებას უხელმძღვანელებს.


ნანახია: 192-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი