Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფსიქოლოგი ცდილობს ბავშვის დაწყნარებას, ფრთხილად უნდა აუხსნას მომხდარი და ისიც, რატომ უნდა გაიზარდოს დედის გარეშე-ქუთაისში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლულ ქალს ემშვიდობებიან

თარიღი : 4-07-2022, 14:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ყოფილი მეუღლის მიერ მოკლულ ახალგაზრდა ქალს ახლობლები ემშვიდობებიან.

36 წლის თინათინ ტურაბელიძე ნაქირავებ ბინაში 1-ელ ივლისს მოკლეს.

“არ მიყვარს ჩემი პირადის გამო ისედაც პრობლემებისგან დაღლილი საზოგადოების დათრგუნვა!....და მაინც, რადგან ეს შემზარავი ამბავი საქართველოს ტრაგედიად იქცა, აუცილებლად უნდა დავწერო!...
აუცილებლად უნდა ვთქვა, რადგან ასეთმა ტრაგედიამ დაბნეულობა, გაურკვევლობა, ცნობისმოყვარეობის გაღრმავება იცის!...

თიკო მინდა გაგაცნოთ!..

თიკო ტურაბელიძე!...

სადისტურად მოკლული თიკო!...

ქმრადყოფილმა გამოუტანა განაჩენი!...
კარგი დედობისთვის, შვილის სიყვარულისთვის, ღირსების დაცვისთვის!..

თიკო!...

საოცრად სათნო, კეთილშობილი, ნაზი, ჰაეროვანი, ნიჭიერი, ზრდილობიანი , ლამაზი, ღირსეული!....

თბილი და საყვარელი გოგონა პატარაობიდანვე გამოირჩეოდა სათნოებით, ახლობლების სიყვარულით, კეთილშობილებით!....
ყველა და ყველაფერი უყვარდა, განსაკუთრებით სიცოცხლე!....

მზრუნველი დედა მზრუნველი დედობისთვის გაიმეტეს!...

რვა წლის გოგონას არაჯანსაღი ფსიქიკის მამამ საშინელი განაჩაენი გამოუტანა, ბედნიერი ცხოვრება ტრაგედიით ჩაუნაცვლა!..

სამუდამო დაღი დაასვა პატარას...
დედა სადისტურად მოუკლა...

ფსიქოლოგი ცდილობს ბავშვის დაწყნარებას, ფრთხილად უნდა აუხსნას მომხდარი და ისიც, რატომ უნდა გაიზარდოს დედის გარეშე!...
თიკო!...

ხატვაში პოულობდა შვებას, მისი სულიერების გამოხატულება ხელოვნებაში იქსოვებოდა!...
კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ამას ძალა ხომ უნდა!...

ამ მცირედითაც გაიცნობთ და უანაგრძნობთ!..

შეგიყვარდებათ და დაგენანებათ!...
მშვიდობით საყვარელო!... ნათელში იყავი!..,”-წერს ნინო ძოწენიძე.

არსებული ინფორმაციით, ქალი შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. პოლიცია მეზობლებმა ყვირილის ხმაზე გამოიძახეს. ყოფილი ქმარი პოლიციამ ბინაშივე დააკავა.


ნანახია: 219-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან

ამინდი