ხვალ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული
თარიღი : 28-05-2014, 23:10 | კატეგორია: ახალი ამბები

ხვალ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული.
რიგგარეშე სესიაზე მოსმენების შესახებ კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ და ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონზე იმსჯელებენ.
“კვორუმის არ არსებობის გამო სესიაზე რამდენიმე კანონპროექტის დამტკიცება ვერ მოხდა, ამიტომ რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. ამ სხდომაზე მივიღებთ ფარული მოსმენების და საჯარო სამსახურის შესახებ კანონს”, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ წინა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო სხდომა არ შედგა.