Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს უფასო კვლევები ჩაუტარდათ

თარიღი : 3-07-2022, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აქციის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილებს სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამის მიზანს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა წარმოადგენდა.


ნანახია: 176-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი