ქუთაისში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მეზობლებმა ბინაში ჩაკეტეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, 36 წლის ქალი ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ღამე ყვირილის და ჩხუბის ხმა გაიგეს, ახალგაზრდა ქალს ჭრილობები სავარაუდოდ ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობა შვილის თვალწინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ბინაში მეზობლებმა გამოკეტეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.