Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

თარიღი : 1-07-2022, 10:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი გოგინავა ამბობს, რომ ჰოსპიტალში 9-წლიანი საქმიანობის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მენეჯერულ საქმიანობას დაემშვიდობოს და მეტი დრო საექიმო
საქმიანობას დაუთმოს.

“2013 წლიდან ვმუშაობ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი • Kutaisi Referral Hospital-ში. აქ გავატარე შენაშნავი 9 წელი, შესანიშნავ ადამიანებთან ერთად, დიდებთან და პატარებთან. ბევრი რთული გამოწვევებით იყო სავსე ეს პერიოდი. დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, როგორც საექიმო პროფესიული, ასევე, მენეჯმენტში.

შესანიშნავ გუნდთან ერთად ამ მცირე პერიოდში უამრავი სიახლე დავნერგეთ როგორც რეგიონში, ასევე საქართველოში: გავხსენით დასავლეთ საქართველოში პირველი გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, საქართველოში პირველი ინსულტის მართვის ერთეული, პირველი წარმატებული სისტებული თრომბოლიზისი, პირველი ღია ოპერაციები მენჯის მოტეხილობებზე, ყველაზე მეტი თრომბენდარტერექტომის საძილე არტერიებიდან და ერთად გავიარეთ მძიმე, უცნაური კოვიდომანიის 2 წელი.

ბედნიერი ვარ, ეს 9 წელი სწორედ აქ და სწორედ თქვენთან რომ გავატარე. მადლობა ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელს, ვინც ამ დროის მანძილზე თავდაუზოგავად შრომობდა, ყველას უზომოდ დიდი წვლილი მიგიძღვით ამ ყველაფერში.

ბოლო დროს მენჯეჯერული საქმიანობა გახდა შემაფერხებელი ჩემი საექიმო, პროფესიული განვითარებისათის, რადგან ძალიან ბერი რესურსი და დრო მიჰქონდა, შესაბამისად მენეჯმენტთან კონსულტაციით მივიღეთ გადაწყვეტილება, დავრჩენილიყავი იმ მხარეს, რომელიც უფრო მაბედნიერებს და რაშიც საუკეთესო ვარ.

წარმატებას ვუსურვებ კლინიკის ახალ ხელმძღვანელს, რამაზ სულამანიძეს, ღირსეულ ადამიანს და გამოცდილ მენეჯერს. დარწმუნებული ვარ, ღირსეულ ადამიანებთან ერთად წარმატება გარანტირებულია.

მე ჩემს საექიმო საქმიანობას განვაგრძობ დასავლეთ საქართველოში ყველაზე მძლავრ და მასშტაბურ სამედიცინო დაწესებულებაში- დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში,”-ამბობს ირაკლი გოგინავა.


ნანახია: 326-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
პარტიას თანამოაზრეებთან ერთად დაემშვიდობა სოსო გაბრიჭიძე.
პაციენტის მიმართვის შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა დარღვევები და განცხადებაში

ამინდი