Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ორსულ ქალს კლინიკაში მომსახურებაზე უარი უთხრეს და კლინიკა დაატოვებინეს

თარიღი : 30-06-2022, 23:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში ორსულ ქალბატონს სამედიცინო მომსახურებაზე უარი უთხრეს და კლინიკა დაატოვებინეს. მომხდარისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ქალბატონის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემი ორსული მეუღლე ხონელიძის კლინიკის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნესტან იაშვილმა დღეს კლინიკიდან გამოაგდო და უთხრა, რომ ეს კლინიკა მას მომსახურებას აღარ გაუწევს. მისი თქმით, კლინიკის დირექტორიც საქმის კურსშია და თანახმაა ვიზიტზე მისული ლელა კლინიკის აღრიცხვიდან მოეხსნათ.

პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით. მე და ჩემი მეუღლე მადლობას ვუხდით ერთ-ერთ საუკეთესო ექიმ-გინეკოლოგს და ადამიანს დავით ხინგავას, ვის გამოც დადიოდა ლელა ამ კლინიკაში.

კლინიკაში არსებულ გადაცდომასა და ჩვენთვის მიუღებელ ფაქტზე 2 ივნისს დავწერე პოსტი. პოსტის დადების შემდეგ კლინიკიდან დამიკავშირდნენ, მითხრეს პოსტი წამეშალა და ბოდიში მომეხადა. როცა ვუთხარი რომ აღწერილი ამბავი იყო სიმართლე და ვერ ვხვდებოდით ბოდიში რატომ უნდა მომეხადა, ისინი მაინც დაჟინებით მთხოვდნენ ბოდიშის მოხდას და პოსტის წაშლას.

დღეს ჩემი მეუღლე გეგმიურ კონსულტაციაზე მივიდა კლინიკაში. კლინიკის დირექტორის მოადგილემ დაიბარა და უთხრა, რომ მთელი ეს დრო ელოდა, ჩვენ უნდა მოგვეხადა საჯაროდ ბოდიში. ლელამ უპასუხა, რომ ვერ ხვდებოდა ბოდიში რატომ უნდა მოეხადა, რაზეც კლინიკის დირექტორის მოადგილემ უთხრა, რომ ეს კერძო ბიზნესია და არ გაუწევდნენ მომსახურებას, უნდა დაეტოვებინა კლინიკა. ფეხმძიმე ქალი კლინიკამ დატოვა ექიმისა და კონსულტაციის გარეშე ისე, რომ ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო ვიზიტებითა და სამედიცინო მომსახურებით.

ლელას აქვს გულთან დაკავშირებული პრობლემები, არის მისი მე-3 ორსულობა და მისმა ექიმმა ყველაზე კარგად იცის მისი ჯანმრთელობის ისტორია. სიტუაციის განმუხტვა სცადა ექიმმა დავით ხინგავამ, თუმცა დირექტორის მოადგილემ ორივეს მაგიდაზე უბრახუნა ხელები. ორსულ ადამიანს სკანდალი მოუწყო და კლინიკიდან გამოაგდო. უთხრა, რომ რეგისტრატურა გაფრთხილებული ყავდა, რომ მისთვის მომსახურება არ გაეწიათ. კლინიკის დირექტორის მოადგილის რეპლიკები ჩემი მეუღლისადმი: „არ გაგიწევ მომსახურებას, წადი ახლა და იჩივლე“ „ჩემი ქმარი კათედრის გამგეა და თუ მიჩივლებ მეც ჩავრთავ ჩემს იურისტს“ , „მიყურე ახლა მრგვალი თვალებით“ „შენ თავს და შენ საქმეს მიხედე“ და ა.შ.

კლინიკიდან გამოსვლისას, ლელას პერსონალმა მოაძახა „აბა რა გეგონა”-ს ტიპის სხვადასხვა რეპლიკა, სავარაუდოდ წინასწარ მოემზადნენ დახვედროდნენ მას და მოეწყოთ ორსულისთვის სტრესული გარემო და ენერვიულებინათ. ორსულს, მით უმეტეს ჯანმრთელობის განსაკუთრებული პირობების მქონეს რომ რამე დამართოდა ამ ნერვიულობაზე, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? ქალბატონი დირექტორის მოადგილე მორალური პასუხისმგებლობის მიღმა სამართლებრივსაც ვერ გადაურჩებოდა, თუმცა ეს მე შვებას ნამდვილად ვერ მომგვრიდა. საზოგადოების ყველაზე მოსაფრთხილებელებელ ნაწილს, რომელსაც ყველაზე მეტად ემოციური სიმშივიდე ესაჭიროება სამშობიარო სახლი ასე მოექცა.

კლინიკის დირექტორის მოადგილეს როგორც აღმოჩნდა შესწავლილი ჰქონდა ჩემი და ჩემი მეუღლის წარსული და აწმყო, საქმიანობის სფეროები. ლელას დაუსახელა ჩვენი ყოფილი ლექტორი (არ ვიცით რატომ, სავარაუდოდ აგრძნობინა, რომ ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანებს იცნობს და ამიტომ არ უნდა გვეთქვა სიმართლე).

მივმართავ ქალბატონ ხონელიძის კლინიკის დირექტორის მოადგილეს: დიახ, ჩვენ ორივეს შესანიშნავად გვასწავლა თქვენს მიერ დასახელებულმა ლექტორმა ბიზნესის კეთების საფუძვლები. კარგად გვესმის, რომ კერძო ბიზნესი დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში, თუმცა თქვენ მთავარი დაგვიწყებიათ. ჩვენმა ლექტორმა უნივერსიტეტში ადამიანობაც გვასწავლა, ბიზნეს ეთიკის შესახებაც გვიამბო. გარდა ამისა ბიზნესში არსებობს ასეთი გამოთქმა „მომხმარებელი ყოველთვის მართალია“, თუმცა ამ შემთხვევაში საერთოდ არ გვჭირდება ეს გამონათქვამი, ამ ამბავში „ყოველთვის“ გარეშეც მართალი ვართ.

კლინიკა, რომელსაც თქვენ მართავთ, ბიზნესზე უპირველესად საავადმყოფოა, რომლის საქმიანობასაც სახელმწიფო მკაცრად არეგულირებს. თქვენ ადამიანის სიცოცხლესთან გაქვთ შეხება, სიცოცხლესთან, რომლის ჯანმრთელობაც ამ ნერვიულობით და სკანდალით საფრთხის ქვეშ დააყენეთ.

მე ვფიქრობ, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ და როგორც მოიქეცით, ამას არც ბიზნესთან და არც ექიმობასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის „ცეხავჩიკობა“, ფულის კეთება. ორსულების მიერ გეგმიურ ვიზიტებზე შემოვლა ფულის კეთების სქემად გაქვთ ქცეული, ქალების ჯანმრთელობაზე არ ზრუნავთ და ჯანმრთელობის ისტორიებში შაბლონურ, ტრაფარეტულ ტექსტებს წერთ.

თქვენს მიერ დასახელებულმა ლექტორმა გვასწავლა, რომ მსგავსი კრიტიკის შემდეგ, კარგი მენეჯერი საკუთარი ორგანიზაციის პრობლემებს შეისწავლიდა, ორსული ქალის ფსიქოლოგიური დატერორების ნაცვლოდ, თუმცა ამ ქცევებით უკვე ყველაფერი ნათქვამი გაქვთ.

ჩვენი მიზანი არ არის კონკრეტული პირების გაკიცხვა. ჩვენ ვუპირისპირდებით სისტემას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის ნაცვლად ფულის კეთებაზეა ორიენტირებული, სამედიცინო პროცედურები კი ფორმალობად აქვს ნაქცევი. ჩვენ მხოლოდ კარდიოლოგთან გვქონდა შეხება, თორემ ამ კლინიკის შესაბამისმა ექიმმა ჩვენს ნაცნობ B ჰეპატიტიან ორსულს ისე დაუწერა ისტორიაში ჯანმრთელი, არც უკითხავს რამე. ჩვენ გვსურს სამართლიანობა, გვსურს სხვა ორსულები არ დაიჩაგრონ და იცოდნენ რისი უფლება აქვთ მათ, თორემ ლელა ამ კლინიკაში აღარც მიბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ დათო ექიმის შელევა ძალიან უჭირს.

ყველა ორსულმა უნდა იცოდეს რას შეიძლება გადააწყდნენ ამ კლინიკაში. რომ შეიძლება რამდენიმე შვილის დედას მშობლის სკოლის გავლა მხოლოდ იმიტომ აიძულონ, რომ კლინიკას უნდა ასე ფულის შოვნა, რომ შეიძლება ორსულს რაიმე თანმხლები დაავადება ჭირდეს, შემოვლისას კი ჯანმრთელს დაუწერენ და რამე რომ მოხდეს უი, არ ვიცოდის იტყვიან და სულ ესაა. ორსულ ქალებს უამრავი საჭიროება აქვთ, ბევრს უჭირს კიდეც, თუმცა ეს აქ არ აინტერესებთ, იმიტომ რომ სამშობიაროს მხოლოდ როგორც ბიზნესს ასე უყურებენ.

პ.ს. და ბოლოს: გეგონათ, რომ ორსულ ქალს თუ კლინიკიდან გამოაგდებდით კრიტიკულ პოსტს აღარ დავწერდი, ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი მხოლოდ ეს ნახეთ თქვენს მრავალრიცხოვან მენეჯერული გადაწყვეტილებების არსენალში?

რომ დაგთანხმებოდით და ბოდიში მომეხადა, ტექსტს თქვენ დამიწერდით თუ მაძლევდით თავისუფლებას? ბოდიში რისთვის უნდა მომეხადა, ჩემი მეუღლე რომ თქვენი უყურადღებობის გამო არ მოკვდა? თუ მშობელთა სკოლის 40 ლარის გამო მხოლოდ 10 ლარი რომ გადაიხადა პროტესტის შემდეგ კონკრეტულმა ორსულმა?,”-წერს ორსული ქალის მეუღლე.


ნანახია: 980-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი #2 სამშობიაროს ექიმები ამავე კლინიკის დირექტორის, ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრებას აპროტესტებენ. თანამშრომლები კლინიკაში
კლინიკის დირექტორის ვერა ბედინაშვილის თქმით, აქცია სახის კანის დიაგნოსტიკას, ექიმთან კონსულტაციას, შესაბამისი მკურნალობის

ამინდი