Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაპირისპირება სამტრედიის ბაზარში-ფლაერები გამოგვგლიჯეს და გადაგვიყარეს

თარიღი : 30-06-2022, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხმაური იყო სამტრედიის ბაზარში, სადაც მოძრაობა “შინ ევროპისკენ”
წევრები ადგილობრივებს ხვდებოდნენ და 3 ივლისს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, სამტრედიის ბაზარში მოულოდნელად მივარდნენ მმართველი გუნდის მხარდამჭერები და შეხვედრის მონაწილეებს ხელი შეუშალეს. როგორც “შინ ევროპისკენ”
წარმომადგენლები განმარტავენ, მათ დასარიგებელი ფლაერები გამოგლიჯეს და გადაუყარეს.

მოძრაობის წევრები თვლიან, რომ მათ ან უსმენენ ან უთვალთვალებენ, რადგან როგორც განმარტავენ, სამტრედიის ბაზარში შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა.

დღეს ასევე, დაპირისპირება მოხდა ხონში, სადაც “შინ ევროპისკენ” წევრები ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ.

“სამტრედიის ბაზარში მოხდა დაპირისპირება. ჩვენ ეს ლოკაცია წინასწარ არ გაგვიჟღერებია. ან დაგვყვებიან ან გვისმენენ,”-ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი ლელა მოწონელიძე.


ნანახია: 323-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი