Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქუთაისის სატრანსპორტო სფეროში ბევრი სიახლე გვაქვს,’-რა სიახლეებზე საუბრობს ქუთაისის მერი

თარიღი : 29-06-2022, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიამ იმ 10 ახალი მიკროავტობუსის პრეზენტაცია გამართა, რომლებიც ქუთაისის რთული რელიეფის მქონე უბნებში ( გორა, სადგურ რიონის დასახლება, საფიჩხია, გუმათი, ზ. გამსახურდიას ქუჩა, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება) განსაზღვრული სვლა- გეზებით იმოძრავებენ.

“ქუთაისის სატრანსპორტო სფეროში ბევრი სიახლე გვაქვს. ქალაქში ათწლეულების მანძილზე პირველად ფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. შევქმენით ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია, შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

M2 ტიპის ავტობუსების შეძენა სრიგპ -ის პროგრამის ფარგლებში შევძელით, ევროკავშირის დაფინასებით.
ქალაქის სატრანსპორტო სფეროს კიდევ უფრო მოსაწესრიგებლად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, ჯამში 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ამ მიმართულებით, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოსახლეობას იმგზავრონ სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში უკვე არის 60 „ევრო 5“-ის ტიპის ავტობუსი, რომელთა შეძენა მუნიციპალიტეტისთვის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მუნიციპალური ტრანსპორტი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ყველა ავტობუსში დამონტაჟებულია გადახდის აპარატი. მიმდინარეობს მგზავრობის ღირებულების გადახდის მონიტორინგი.

მუნიციპალურ ტრანსპორტში უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით სარგებლობს 30 000 მოქალაქე.

დაწყებულია შუქნიშნების სისტემის განახლება. დამონტაჟდება „ჭკვიანი შუქნიშნები“, ხოლო გაჩერებებზე 109 ერთეული საინფორმაციო ტაბლო განთავსდება,”-ამბობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.


ნანახია: 293-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი