Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში მცხოვრები, ცერებრალური დამბლით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირები მერიისგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ

თარიღი : 28-06-2022, 11:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების სოციალურ პროგრამას ცერებრალური დამბლით დაავადებულ 18 წლამდე პირთა დახმარების კომპონენტი დაემატა, რომლის მიხედვითაც ცერებრალური დამბლით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირები ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ.

პროგრამაში ჩასართავად ცერებრალური დამბლით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელმა (მეურვემ) მერიაში განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობა, ცნობა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100, საბანკო რეკვიზიტი და ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლიდან, ბოლო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში ბენეფიციარის ვანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად ცხოვრების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ვანის მუნიციპალიტეტის მერიის
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსხურს შემდეგ მისამართზე: ქ. ვანი, თავისუფლების ქ. N 65, მერიის ადმინისტრაციული შენობა.

ტელ: 595 09 62 42, 591 32 93 90 ან მიმართეთ მერის წარმომადგენლებს
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.


ნანახია: 202-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ახალი პროგრამა დაემატა.
400 ბენეფიციარი ურეკში ზაფხულის განმავლობაში, 10-10 დღით ისვენებს.
პროგრამით მოსარგებლე პირებმა (ქ.ქუთაისში მცხოვრები ეპილესიით დაავადებული პირები ) უნდა მიმართონ აღნიშნული სამსახურს შემდეგ

ამინდი