Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია შვებულებაში მყოფი თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას მალავს

თარიღი : 28-05-2014, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო topnews-მა მიმდინარე წლის 22 მაისს ქუთაისის მერიის სამსახურებიდან შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. 67 კაციან სიაში არ აღმოჩნდა მერიის პრესსამსახურის უფროსი ეკა მამისეიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 13 მაისს აცხადებდა, რომ იგი ოფიციალურ შვებულებაში იმყოფებოდა.
საინფორმაციო სააგენტოზე აღნიშნულ თემაზე მომზადებული მასალის განთავსების შემდეგ კი პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მამისეიშვილი სიაში უბრალოდ გამორჩათ.
მალავს თუ არა ქუთაისის მერია შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ ინფრომაციას და რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს კადრების განყოფილებას, რომელმაც დოკუმენტი არასრულყოფილად მოამზადა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიას, რომელიც დოკუმენტს ხელს აწერს, ამაზე კომენტარს ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით არ აკეთებენ.
"გავერკვევი სიტუაციაში, გავიგებ რა დოკუმენტზეა საუბარი და ხვალ გიპასუხებთ",–ამბობს მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი.


ნანახია: 2151-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიის ადმინისტრაციაში სიას არასრულყოფილს უწოდებენ
"მომხდარის გამო ზომების გატარება საჭიროდ არ მიმაჩნია"
სიაში არ მოხვდა შვებულებაში მყოფი პრესსამსახურის უფროსი
მურღულიას თქმით, ის წელს შვებულებაში სამი დღით იმყოფებოდა.
წუალაია:-"სამჯერ გამოვითხოვე ინფორმაცია და არ მომცეს"

ამინდი