Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქართულმა ოცნებამ’ ქუთაისში ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა

თარიღი : 26-06-2022, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული კონფერენცია გამართა.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო და იმერეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა. შეხვედრაზე გაკეთდა ასევე თემატური მოხსენებები.

როგორც ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, ორგანიზაცია იქნება აქტიური, ხელს შეუწყობს ქალების წინაშე არსებული გამოწვევების გამოკვეთას და გადაწყვეტას.

კონფერენციაში ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები- მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ნინი ვარდოსანიძე და თინათინ ნიბლოშვილი მონაწილეობდნენ.

დღესვე, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონული კონფერენცია ზუგდიდში გაიმართება.

რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და კახეთში.


ნანახია: 247-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალთა გაერთიანების პრეზენტაცია დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოხდა.

ამინდი