Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის 67 თანამშრომელი წინასაარჩევნოდ შვებულებაში გავიდა [photo]

თარიღი : 28-05-2014, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ოფიციალური შვებულებით ქუთაისის მერიის 67 თანამშრომელი სარგებლობს. თანამშრომელთა უმრავლესობა საჯარო ვალდებულებისგან სრული ერთი თვით, ივნისის შუა რიცხვებამდე არის გათავისუფლებული, რამდენიმე მათგანი კი ორ კვირიანი შვებულებით სარგებლობს.
შვებულებაში გაშვებული თანამშრომლების რაოდენობით მერიის სამსახურებს შორის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახური ლიდერობს. სამსახურის უფროსს, რომელმაც 5 მაისიდან დღემდე შვებულებაში 16 თანამშრომელი გაუშვა, ჟურნალსიტებთან ურთიერთობა აღიზიანებს და ამბობს, რომ ამ თემით მედიის დაინტერესება ლოგიკას მოკლებულია.
"სწორედ ახლა რატომ გაგახსენდათ ეს თემა? ვერ ვხვდები თქვენი დაინტერესების მიზეზს",–ამბობს ნიკოლოზ კოღუაშვილი.
დასუფთავების სამსახურში 25 თანამშრომლიდან 7 მათგანის შვებულებაში გაშვებას გადაჭარბებულად არ მიიჩნევს სამსახურის უფროსი თამაზ დეისაძე და ამბობს, რომ მისი თანამშრომლები, რომლებმაც გასული თვის გეგმა წარმატებით შეასრულეს, დასვენებას ნამდვილად იმსახურებენ.
მერიაში დასაქმებული 800–მდე თანამშრომლის ფონზე შვებულებაში გასულთა საერთო რაოდენობა უმნიშვნელოდ მიაჩნია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიასაც.
"მე ვიცი რატომაც გაჩნდა ინეტერესი ამ თემის მიმართ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არც ერთი მათგანი არ არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში ვინმეს სასარგებლოდ. რაც შეეხება ციფრს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, წინა ხელისუფლების დროს, მერიაში დასაქმებულთა რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად შვებულებაში მყოფთა რიცხვი სულაც არ არის საგანგაშო. ",–ამბობს ჯავახია.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ შვებულებაში მყოფთა სიაზე საუბრისას ჯავახიას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამორჩა. კერძოდ, ის, რომ 67 კაციან სიაში, სადაც მერიის ის თანამშრომლებიც კი მოხვდნენ, რომლებიც topnews-ისთვის დოკუმენტის მომზადების მომენტში შვებულებაში ჯერ კიდევ არ იყვნენ გასული, მაგრამ შესაბამისი განცხადება დაწერილი ჰქონდათ, არ ფიგურირებს მერიის პრესსამსახურის უფროსი ეკა მამისეიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 14 მაისს აცხადებდა, რომ ოფიციალურად იმყოფებოდა შვებულებაში. მამისეიშვილი, რომელიც ახლა ბლოკი "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის შოთა მურღულიას საარჩევნო შტაბში მუშაობს, მისივე თქმით შვებულებით 13 მაისიდან სარგებლობს, თუმცა, topnews–ის მიერ გამოთხოვილ დოკუმენტში, სადაც საინფორმაციო სააგენტო 5 მაისიდან განცხადების წარდგენის თარიღის ჩათვლით შვებულებაში გასული ყველა თანამშრომლის მონაცემებს ითხოვს, მერიის პრესსამსახურის უფროსის სახელი და გვარი არ არის.
მერიის თანამშრომლების საერთო მონაცემების გარდა, topnews-მა პერსონალურად გამოითხოვა ინფორმაცია ეკა მამისეიშვილის შვებულებაში გასვლის თარიღის შესახებაც, თუმცა, საააგენტოს დოკუმენტი ჯერჯერობით არ ჩაბარებია.
ქუთაისის მერიის 67 თანამშრომელი წინასაარჩევნოდ შვებულებაში გავიდა [photo]


ნანახია: 2517-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"გავერკვევი სიტუაციაში და გიპასუხებთ"–ამბობს ნოდარ მიქიაშვილი
"მომხდარის გამო ზომების გატარება საჭიროდ არ მიმაჩნია"
მერიის ადმინისტრაციაში სიას არასრულყოფილს უწოდებენ
მურღულიას თქმით, ის წელს შვებულებაში სამი დღით იმყოფებოდა.
რამაზ ყიფიანის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით მეხანძრეებმა განცხადება დაწერეს, რომელსაც ხელს სამსახურის 102 თანამშრომელი

ამინდი