Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, ე.წ. ყავების ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თარიღი : 24-06-2022, 16:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 6 ივლისამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი დაგეგმილი სამუშაოებია.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ.ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე (ე.წ. ყავების ქუჩა, კმ193+600-კმ195+200 მონაკვეთი), მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 6 ივლისამდე, პერიოდული სამუშაობი ჩატარდება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ.ზესტაფონის თამარ მეფის ქუჩის გავლით. ხოლო, დროის ამ პერიოდში დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ქალაქ ზესტაფონის გავლით,”-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.


ნანახია: 186-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამინდი