‘ჩვენი მიზანია, ხარაგაულს ჰქონდეს ვრცელი და მოწესრიგებული რეკრეაციული ზონა,’-ხარაგაულში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
თარიღი : 24-06-2022, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.
ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ხარაგაულის მერიასა და შპს ,,არბა“ -ს შორის გაფორმდა.
ხელშეკრულება დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება მილიონ 460 ათას 942 ლარია.
,,ჩვენი მიზანია, ხარაგაულს ჰქონდეს ვრცელი და მოწესრიგებული რეკრეაციული ზონა. ხარაგაულის ცენტრალური პარკი მიმზიდველი იქნება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ხარაგაულის სამომავლო განვითარებას,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
მერი მოქალაქეებს და სხვადასხვა დაინტერესებულ სეგმენტ ჯუფებს პარკის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.
ხარაგაულის მერია საჯაროობის მიზნით, მზადაა შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც რეაბილიტაციის პროცესის რეგურალურ ზედამხედველობას გასწევს.
ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია სახელშეკრულებო პირობებით მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.