Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მშობლიურ კუთხეს და ქართველ ერს მუდამ ემახსოვრება გამორჩეულად ნიჭიერი, თბილი, გულიანი რაჭველი მომღერალი,’-ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

თარიღი : 23-06-2022, 17:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ონის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ააიპ ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლას ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა.

დღეს ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი 2021 წლის ივნისის თვეში, უბედური შემთხვევის შედეგად, 42 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა.

“ზურას თავისი გამორჩეული ნიჭისა და უნიკალური ხმის წყალობით, განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ „ქართული ხმების“ შემოქმედებით მიღწევებში, რომლის უცვლელი წევრიც იყო გარდაცვალებამდე.

ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში მღეროდა ანსამბლ „ერისიონში“, ანსამბლ „ლაშარში“, დიდი წვლილი მიუძღვის ანსამბლ „ბასიანის“ შექმნაში. გარკვეული პერიოდი ზურა ბაკურაძე მღეროდა ანსამბლ „რუსთავში“. მონაწილეობა მიიღო „ქართული ხმების სტუდიის“ შექმნაში, რომელიც განსაკუთრებით შეიყვარა ქართველმა მსმენელმა.

ჰქონდა საკუთარი სტუდია „უნისონი“ და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობისთვის ქართული მრავალხმიანი მუსიკის ზიარების საქმეში.

ჩვენი კუთხის გამორჩეულმა შვილმა, მისი ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, მოასწრო შეეყვარებინა თავი ონელი მაყურებლისთვის, რომელსაც მხოლოდ გამორჩეული ხელოვანების აღიარება შეუძლია. მან ეს აღიარება წარმატებით შეძლო, რადგანაც ის ერთნაირად მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებდა ყველა კუთხის უძველეს და ურთულეს ხალხურ და ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს. გამორჩულია მისი ღვაწლი „ქართული ხმების ტრიოს“ ავტორიტეტის შექმნასა და მისი საქვეყნო სიყვარულის აღიარების საქმეში. ის ქალაქურ ცხოვრებასთან ერთად, შესაშური მონდომებით ახერხებდა თავისი კუთხის ადამიანებთან მჭიდრო და აქტიურ თანაცხოვრებას, სწორედ ამან მოუტანა მას თავისი მშობლიური კუთხის მიერ ასეთი უკიდეგანო აღიარება და უსაზღვრო სიყვარული.

ზურაბ ბაკურაძის მიერ უკვე მოპოვებული პიროვნული ღირსებები, შინაარსიანი და გამორჩეული ცხოვრება, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა თაობისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა, თუ როგორ უნდა ემსახურონ ხალხს, ქვეყნის ინტერესებს, ტრადიციებს და ღირებულებებს, თითოეული ახალგაზრდა ცდილობს იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები, როგორც ეს ზურა ბაკურაძემ მოახერხა შინაარსიანი და მიზანდასახული ცხოვრებით.

სწორედ ამიტომ ონის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საამაყო მამულიშვილის და საზოგადო მოღვაწის სახელის უკვდავსაყოფად, ააიპ ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლას ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა.

მშობლიურ კუთხეს და ქართველ ერს მუდამ ემახსოვრება გამორჩეულად ნიჭიერი, თბილი, გულიანი რაჭველი მომღერალი, საიმედო მეგობარი და კარგი ვაჟკაცი - ზურა ბაკურაძე,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 111-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის, გრიგოლ ბაკურაძის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა.
რესპუბლიკური ფესტივალი მიმდინარე წელს პირველად გაიმართა.
ვაჟთა ვოკალური ჯგუფი, რომელიც 10 წლის წინ დაარსდა, წარმატებით მოღვაწეობს და აქტიურ მონაწილეობას იღებს როგორც თერჯოლის, ასევე

ამინდი