Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის მერი: ტყიბულისთვის მძიმე ღამე იყო, თუმცა მსხვერპლი არ გვაქვს

თარიღი : 23-06-2022, 08:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ტყიბულში.

მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის თქმით, ტყიბულს რთული და მძიმე ღამე ჰქონდა, რადგან როგორც მერი ამბობს, დაიტბორა ქალაქ ტყიბულის ცენტრალური და მომიჯნავე ქუჩები, ხეების მასიური წაქცევის გამო, ტყიბული-ორპირის მაგისტრალზე, სოფელ ჭყებში ცენტრალური გზა ჩაიკეტა, ხოლო სოფელ კურსებში მოვარდნილი ღვარცოფის გამო, ოთხი ადამიანი ხმელეთს მოწყვეტილი აღმოჩნდა.

“დაიტბორა სოფლების უმეტესობა და დაზიანდა ბოგირები, საცხოვრებელი სახლები, განსაკუთრებით ცენტრალური მონაკვეთები ცუცხვათში, ორპირში, გელათში, კურსებში.

სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში, გაიხსნა ჩაკეტილი გზები, სოფელ კურსებში ევაკუაცია მოხდა ოთხივე ადამიანის და უსაფრთხოდ არიან. საბედნიეროდ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არ გვაქვს მსხვერპლი და დილიდავნე გაგრძელდება სამუშაოები. ასევე, დაიწყება სტიქით გამოწვეული ზარალის დათვლა,”-ამბობს დავით ჩერქეზიშვილი.


ნანახია: 694-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მოსახლეობის ნაწილი წლებია წყლისა და გზის გარეშე ცხოვრობს.
ორიპირის თემი, რომელიც ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე მდებარეობს, 9 სოფლისგან შედგება.

ამინდი