ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია შემოსავლების ზრდას კონტროლიორების დამატებით გეგმავს
თარიღი : 22-06-2022, 20:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია კომპანიის მოგების გაზრდის მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში კონტროლიორთა რაოდენობის ზრდას გეგმავს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა კონტროლიორების სტაჟირება, რის შედეგადაც თორმეტ მათგანს, რომლებმაც გამოსაცდელი პერიოდი წარმატებით გაიარეს, შესაბამისი ეკიპირება გადასცეს.
“იგეგმება კონტროლიორთა რაოდენობის გაზრდა, რომ გაბილეთიანებამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწიოს, რაც თავისთავად, განაპირობებს კომპანიის შემოსავლების ზრდას. ეს კი, შესაბამისად, ხელს შეუწყობს მუნიციპალურ ტრანსპორტს, რათა მოსახლეობას სწრაფად, ხარისხიანად და კომფორტულად მოემსახუროს,”-აცხადებენ ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში.