Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კახა ხვარეშია:–'ოცნების' აგიტატორები ქუთაისის მერიის სახელით უკანონო დაპირებებს გასცემენ

თარიღი : 28-05-2014, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ხვარეშია ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ხვარეშიას თქმით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები ქუთაისის მერიის სახელით მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას პირდებიან და ავტოქარხანაში "კოალიციის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მურმან გუბელაძეს აგიტაციას უწევენ.
"დადიან უბნებში ქუთაისის მერიის კეთილმოწყობისა და საბინაო სამსახურის სახელით და გუბელაძის მხარდაჭერის შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას პირდებიან. ასევე უტოვებენ შოთა მურღულიას და მურმან გუბელაძის პლაკატებს. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და დანაშაული",–ამბობს ხვარეშია.
ხვარეშია მურმან გუბელაძეს სატელევიზიო დებატებში იწვევს.


ნანახია: 1989-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკუთარი წარმომადგენელი უკვე ჰყავს "პატრიოტებსაც"
პოსტზე საკუთარი კანდიდატურა უკვე წარადგინა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციამ.