Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ადვოკატები: ქუთაისის სასამართლოს მოსამართლეს მერაბიშვილისათვის პატიმრობის შეფარდების უფლება არ ჰქონდა

თარიღი : 5-09-2013, 12:04 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, მერაბიშვილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პატიმრობა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ შეუფარდა. ამიტომ, ადვოკატები განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას მოითხოვენ.
ადვოკატების განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის პატიმრობა, არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრია. ადვოკატების თქმით, კი აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს აქვს.
„აქედან გამომდინარე მას არ ქონდა უფლება, განეხილა აღმკვეთი ღონისძიება, შესაბამისად მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი. ივანე მერაბიშვილის მიმართ ასევე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. დაცვის მხარე გაასაჩივრებს ამ დარღვევას სხვა დარღვევებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოში. დარღვევა იმდენად არსებითია, რომ დაცვის მხარე ამ სარჩელს აუცილებლად მოიგებს. თუ საქართველოს მთავრობას სურს თავიდან აირიდოს საერთაშორისო სკანდალი, მან უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გაუქმება",-აღნიშნულია მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 2255-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განსასჯელ ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო
მერაბიშვილის დაცვის მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით, დასაქმებისა და
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო
ორი მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას განცხადებით, მას სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვს.
ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამტკიცებდა, რომ ბრალდების მიერ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ მტკიცებულებების განადგურებასა და

ამინდი