Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უხვი ნალექის შედეგად, ცაგერში მეწყერი გააქტიურდა

თარიღი : 22-06-2022, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გუშინ საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი დააზარალა.

ცაგერის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა სოფელ ღუში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.

მეწყრის შედეგად ნაშალმა მასამ პრობლემები შექმნა ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე, რის შედეგადაც სოფელ ლაჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ჩაიკეტა.

“ტექნიკის ინტენსიური მუშაობის შედეგად ამ დროისათვის საავტომობილო გზა გახსნილია და კვლავ გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები.

მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც.

სტიქიის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, შექმნილია სტიქიის დამთვლელი კომისია და ეტაპობრივად ხდება ზარალის ზუსტი აღრიცხვა.

სტიქიის ზონებში, დილიდან ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,”-აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.


ნანახია: 169-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი