შოთა მურღულია: ქალაქში ბიზნესის განვითარებას ხელს შევუწყობთ
თარიღი : 28-05-2014, 11:37 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად, ქალაქში არსებულ პრობლემებს ეცნობა. მერობის კანდიდატთან შესახვერად მისული მოქალაქეები მისგან გზების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. ასევე, მოსახლეობის მხრიდან მთავარ პრობლემად დასაქმება დასახელდა.
„ქუთაისში ბერი სხვადასხვა სახის პრობლემაა წლების განმავლობაში დაგროვილი, რომელსაც ეტაპობრივად მოგვარება სჭირდება. ასევე, ქალაქში დაბალი სოციალური ფონია. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ბიზნესი თავისუფალი იქნება, მოვიზიდავთ ინვესტიციებს, განვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს კი ხელს შეუწყობს ქალაქში მეტი ადამიანის დასაქმებას. “ - განაცხადა შოთა მურღულიამ.